იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს პერიოდში “ნაპოლისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
გუნდი უკვე აწარმოებს მსგავს საკითხზე მოლაპარაკებებს მატეო პოლიტანოსთან. მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და იტალიელი ნაპოლიში გააგრძელებს კარიერას.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ნეაპოლური მედიის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და უახლოეს პერიდოში ჩანიშნავს შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის აგენტთან.
როგორც იწერება, კვარაცხელიას ანაზღაურება დაახლოებით 1.2 მილიონი ევროდან დაახლოებით 4-5 მილიონ ევრომდე მოიმატებს.
Post Views: 8,905