ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ესპანური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
El Nacional-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” ხვიჩა კვარაცხელიას და იოზუა კიმიხის დამატება სურს.
გამოცემის ცნობით, კიმიხმა ბარსელონაში თამაშზე უარი თქვა, ამის მიზეზი კი მათი ცნობით გუნდის მწვრთნელი ხავია.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმაც იუარა ბარსელონაში თამაში. კვარა სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ბარსელონას დაუპირისპირდება და მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანობა მოკლებული აქვს, ბარსასთვის რთული იქნება მისი გაჩერება.
გამოცემა წერს, რომ ბარსელონას ძალიან უნდა კვარაცხელიას შეძენა, მაგრამ ამ ყველაფერს ქართველი ფეხბურთელის სურვილი და მისი სატრანსფერო ფასი აფერხებს.
Post Views: 14,051