ნაპოლის ბოსმა, აურელიო დე ლაურენტისმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ნაპოლის მწვრთნელი არ გახდება.
“ჟოზე მოურინიო არ არის ჩვენი გეგმების ნაწილი, ეს განხილვის საგანი არასდროს ყოფილა – მე მჯერა, რომ მისი მომავალი იტალიაში არ იქნება” – განაცხადა ნაპოლის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მოურინიო “რომამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
Post Views: 544