ნაპოლის პრეზიდენტი აურლეიო დე ლაურენტისი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს.
იტალიური პრესა იუწყება, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას მსგავს შემტევებს ეძებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
“დე ლაურენტისი ისეთ ფეხბურთელებს ეძებს, როგორებიც კიმი და კვარაცხელიაა. მას სურს დაბალი ფასი გადაიხადოს ფეხბურთელში, აღმოაჩინოს ვინმე მათნაირი და შემდეგ ძვირად გაყიდოს” – წერს ერთ-ერთი იტალიური გამოცემა.
ნაპოლის ბოსს გადაწყვეტილი აქვს რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაიხადოს ახალგაზრდა ფეხბურთელებში, რადგან ხვიჩას მსგავსად მათაც მისცეს შანსი და შემდეგ მსოფლიო გრანდები ამ ფეხბურთელებით დააინტერესოს.
“კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები უნდა, რადგან ხვიჩას თამაშით მოხიბლულია. მაგრამ არიან კი კვარას ნაირი ფეხბურთელები ევროპაში?” – წერია ერთ-ერთ გამოცემაში.
Post Views: 2,408