მოგეხსენებათ, რომ ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლაციოსთან ფრედ ითამაშა.
კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამის მიზეზი კი ყვითელი ბარათების გამო დიკსვალიფიკაცია გახდა.
ნაპოლის კარში ზუსტად არ დაურტყავს. უნდის მწვრთნელმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ ხვიცას გარეშე გაუჭირდათ.
“ხვიჩამ მატჩი გამოტოვა და ეს კარგი გამოდგა. კვარა დაისვენებს და ამასთანავე იტალიაში ყველა მიხვდა თუ რამხელა ძალაა გუნდისთვის. ეს მწვრთნელმაც აღიარა და სხვადასხვა გამოცემებმაც. კვარას ახლა უფრო დააფასებენ” – წერს ერთ-ერთი ნეაპოლური ინტერნეტ გამოცემა.
ლაციოსთან მატჩის შემდეგ იტალიურ მედიაში კომენტარებში ხშირად შეხვდებით ხვიჩას საქებარ სიტყვებს, თუ რამხელა ძალა ყოფილა ქართველი ნაპოლისთვის და მისი არყოფნა დაეტყო გუნდს.
Post Views: 12,545