ნაპოლის პრეზედენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“დაახლოებით 3 თვის წინ მის წარმომადგენლებს დავურეკე და ვუთხარი თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. მათი პასუხი ასეთი იყო, პრეზიდენტო ჩვენ ბედნიერები ვართ ნაპოლიში და კონტრაქტის გაუმჯობესებას სეზონის ბოლოს გადავხედოთ. ჩემთვის არაფერი შეიცვლება ახლა დავილაპარაკებთ თუ სეზონის ბოლოს. თუ ასე სურთ, იყოს სეზონის ბოლოს” – განაცხადა ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ნაპოლიში ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
Post Views: 1,045