ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა და აგენტმა ოსკარ დამიანიმ იტალიურ “გაძეტას” ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“კვარაცხელიას შეუძლია შეტევების დამთავრება და თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემების გაკეთება. მისი დრიბლინგები გამოასწორებელია, დრიბლინგების დროს იკარგება და კონკრეტულობა უნდა დაიბრუნოს. მას იმ დონისთვის ჯერ არ მიუღწევია, რომ ყოველთვის თავის თავზე აიღოს თამაში. ის უძლიერესი მოთამაშეა და სწორ ტაქტიკაში გაცილებით უკეთესი იქნება” – განაცხადა დამიანიმ.
მის გარდა სხვა სპეციალისტებსაც ხშირად უთქვამთ, რომ კვარაცხელიას ხანდახან ზედმეტი მოსდის და 2-3 მცველის მოტყუების დროს ბურთს კარგავს. მარტივი გადაცემით კი პრობლემა გაცილებით მალე მოგვარდება
Post Views: 1,204