იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ძაკარდო TuttoMercatoWeb-ს ესაუბრა. ძაკარდო ამჟამად კვარაცხელიას აგენტია იტალიაში.
კითხვაზე ლეაუ თუ კვარა, ძაკარდომ ასე უპასუხა.
“ცოცხლად მათი თამაშის ყურება შესანიშნავია. ორივე უძლიერესი ფეხბურთელია და თავიანთი გუნდებისთვის განსხვავებებს ქმნიან. ვღელავ რადგან მილანში ვცხოვრობ და მილანის მიმართ სიმპათიები მაქვს, მაგრამ მინდა რომ ნაპოლიმაც მოიგოს.” – ამბობს ძაკარდო.
კრისტიანმა ასევე თქვა, რომ ტრანსფერების მხრივ ზაფხულამდე დიდი დროა და ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლეაუ და კვარა არიან, მუდამ გრანდების დაინტერესების ქვეშ იქნებიან.
Post Views: 2,044