ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ჯენოასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.
მაძარი კვარაცხელიას პროგრესით გახარებულია.
“კვარაცხელიას პოზიცია შევუცვალეთ და ხედავთ როგორ თამაშობს. როცა მარცხენა ფლანგზე იყო, მას 3 მცველი ეთამაშებოდა. რა ტაქტიკით ვითამაშებთ ჯენოასთან არ გეტყვით, რადგან ამ ფეხბურთელებს რამდენიმე ტატქიკით შეუძლიათ თამაში. ლინდსტრომის დრო ? მას სათამაშო დრო ეძლევა და ადვილი არ არის კვარაცხელია შეცვალო, ზუსტად ხვიჩას მსგავსი როლი აქვს” – ამბობს მაძარი.
Post Views: 7,888