ჯენოასთან თამაშის შემდეგ ვალტერ მაძარიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.
“კვარაცხელია იმ იშვიათ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, ვისაც შეუძლია სხვაობა შექმნას გუნდებთან. პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ბოლომდე ვათამაშე და არ შევცვალე. შესვენებაზე გავაფრთხილე რომ მეტოქეების პროვოკაციას არ წამოგებოდა”- განაცხადა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯენოასთან კვარაცხელია ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ხვიჩამ 8.2 ქულა დაიმსახურა.
Post Views: 5,546