ესპანური და გერმანული გამოცემების მიხედვით, კატალონიის ბარსელონა ჩავი ერნანდესის შემცვლელს ეძებს.
ჩავის შემცვლელად გერმანელი სპეციალისტი ჰანს ფლიკი მოიაზრება.
El Nacional-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფლიკის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაა და ხუან ლაპორტას მოსთხოვა ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში იყიდოს.
ფლიკი კვარაცხელიას თამაშით მოხიბლულია და მის სქემაში ქართველისთვის დიდი როლის მიცემა სურს.
Post Views: 4,707