იტალიის ნაკრების, რომას, მილანის, ინტერის და მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბარსელონას რიგებში თავისუფლად შეუძლია ქართველს თამაში.
“კვარაცხელია ფენომენია. ის გრილიშზე უკეთესია. თავისუფლად შეუძლია ბარსელონას ძირითადში თამაში. მინდა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე მუდადმ ვიხილო. კვარაცხელია რაფა ლეაუსაც ჯობია, ის დღეს მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია. მან ბევრი რამ იცის და ბარსას სასტარტოში მშვიდად შეუძლია თამში” – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ბარსელონა აკვირდება და ზაფხულში შესაძლოა ქართველი შემტევი იყიდოს.
Post Views: 8,012