იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას საქციელს აფასებენ, როდესაც ბარსელონასთან შეცვალეს.
კალცონას გადაწყვეტილებით კვარაცხელია გაბრაზებული იყო და მოედანი ნაწყენმა დატოვა.
ნეაპოლური მედია ხვიჩას ამ საქციელს ეხმაურება და წერს.
“ორი აზრი არაა რომ კვარაცხელია ფენომენია, თუმცა რიგ შემთხვევებში უნდა ხვდებოდეს რომ ისეთ დონეს ყველა თამაშში ვერ დადებს, რაც მას სურს. უნდა ითქვას რომ ბარსელონასთან პირველ ტაიმში ამოკეტეს მცველებმა და არაფერი გაუკეთებია თავისი ფეხბურთის მსგავსი. კვარაცხელიას კარგი ფსიქოლოგი ჭირდება, რომელიც შეიძლება იყოს გუნდელი, მწვრთნელი ან ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მას დაელაპარაკება და აუხსნის, რომ ასეთი საქციელები დაუშვებელია. მსაჯთან მუდმივი კამათი და ცვლილების დროს გაბრაზება უნდა დაივიწყოს. მას თავის თავზე აქვს პირველ რიგში სამუშაო. როდესაც ამასაც გადალახავს, გაცილებით ძლიერი ფეხბურთელი გახდება” – წერს ნეაპოლური გვერდი.