ნაპოლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო რენიკამ ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა და განაცხადა, რომ მწვრთნელს არ უნდა შეეცვალა ის.
“მწვრთნელმა დიდი სამუსაო გასწია, თუმცა კვარაცხელიას შეცვლა არ მომეწონა. კვარას ნაცვლად პოლიტანო უნდა გაეყვანა. ქართველი იმ იშვიათ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომელსაც მუდამ მხარი უნდა დაუჭირო.” – განაცხადა რენიკამ.
ალესანდრო რენიკა 61 წლის სპეციალისტია, რომელიც ნაპოლის ღირსებას 1985-1991 წლებში იცავდა.
Post Views: 2,322