ნაპოლის ყოფილმა ვარსკვლავმა მარეკ ჰამშიკმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
“კვარაცხელია იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ოცნებას გაწყებინებს. ნაპოლის ქომაგებს სურთ ისეთი თამაში და მოქმედებები, რომელიც ერთ დროს ეიზეკილ ლავეცის ჰქონდა. კვარაცხელია სწორედ ასეთია” – ასე შეაქო ჰამშიკმა ხვიჩა.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს ჰამშიკის გუნდში მოყვანა სურს, რადგან მთავარ მწვრთნელს ასისტენტად დახმარება გაუწიოს.
Post Views: 6,106