ნაპოლის დირექტორმა DAZN-თან ხვიჩა კვარაცხელიას იმ ეპიზოდზე ისაუბრა, როდესაც ქართველმა შეცვლისას უკმაყოფილება გამოხატა.
“მისი ქცევა არაფროპესიონალიზმი არ იყო. რომელი ფეხბურთელია ბედნიერი როცა ცვლიან ? მან გვითხრა რომ გაბრაზებული თავის თავზე იყო, რადგან მაღალი დონე ვერ აჩვენა. არაფერი არ გაუპროტესტებია” – განაცხადა მაურო მელუზომ.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონასთან მატჩის მსგავსად კალცონამ კალიარისთანაც შეცვალა ხვიჩა, რომელიც კვლავ უკმაყოფილო ჩანდა შეცვლით.
Post Views: 8,713