ნეაპოლურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შეცვლა განიხილეს, როდესაც ფრანჩესკო კალცონამ კალიარისთან კვარაცხელია მატეო პოლიტანოთი ჩაანაცვლა.
აღნიშნულ პოსტზე იტალიელები კომენტარებს წერენ, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.
“კვარაცხელიას შეცვლა არ შეიძლება. ერთადერთია ამ ნაპოლის რიგებში რომელიც წელს მუდამ ცდილობს რაღაცის შექმნას”
“მესმის რომ გოლები ვერ გააქვს და დიდად არ აქტიურობს, მაგრამ კვარა ხომ არაა სულ პრობლემა ? ამ ნაპოლის მთავარი პრობლემა ფეხბურთელებშია და არა მწვრთნელში. მარტივი გადაცემის ნაცვლად ყველა თავის თავზე და სტატისტიკაზე ფიქრობს. გაიხსენებთ პოლიტანოს ეპიზოდი”
“ხვიჩა წავა და სხვაგან მაგრად ითამაშებს. დაცვიდან ბურთს შეტევაში სულ ვერ წამოიღებს და შემდეგ მიტუმეტეს გოლს ვეღარ გაიტანს.”
“ამ გუნდს დაცვა სჭირდება. ბრაჰმანი და ჟესუსი არ არიან იმ დონის მცველები, რომლებიც ნახევარდაცვას კარგი პასებით მოამარაგებენ. მუდამ მეკარეს უბრუნებენ ან ცდებიან და მეტოქე სარგებლობს ამით”
“კვარაცხელიას ადგილას საერთოდ არ შევიწუხებდი თავს, ამ ბიჭმა ისედაც ყველაფერი მოგვცა ნეაპოლელებს”
“ფორცა კვარა ! საუკეთესო ხარ და არდაფასება ძვირად დაუჯდებათ” – წერენ იტალიელი ქომაგები.
“