ნაპოლის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ სასუოლოსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ძველი კვარა დაბრუნდა.
“ოსიმენის მსგავსად კვარაცხელიასაც რთული პერიოდი ჰქონდა. დღეს მან მენტალური მდგრადობა გვიჩვენა. სიმართლე გითხრათ ამაში ყოველთვის დარმწუნებული ვიყავი, ჩემი ამ გუნდში მოსვლიდან პირველი დღეს ვიცოდი რომ კვარაცხელია ძველ დიდებას დაიბრუნებდა” – განაცხადა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სასუოლოს წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
Post Views: 27,244