Sky Sport-ის ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამბობს რომ ზაფხულში დიდი შანსია კვარამ ნაპოლი დატოვოს.
“რთული წარმოსადგენია, რომ „ნაპოლიმ“ კვარაცხელიაც დაკარგოს, როცა ოსიმენის წასვლა დაგეგმილია, მაგრამ თუ წარმოუდგენელი შეთავაზება მიიღეს, ქართველის შენარჩუნება რთული იქნება, რადგან ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ კონკრეტულად კონტრაქტის განახლებაზე და სიტუაცია საბოლოო ფაზაში არ არის.” – ამბობს ჟურნალისტი.
ოსიმენის წასვლის შემდეგ კვარაცხელია ნაპოლისგან სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებს, თუმცა თუ გრანდი მასში 100 და მეტ მილიონ ევროს გადაიხდის, დე ლაურენტისს ქართველის ნაპოლიში გაჩერება გაუჭირდება.
Post Views: 5,444