იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება და წერენ, რომ ნაპოლის პრეზიდენტი კვარას გოლის შემდეგ ასეთი ბედნიერი ჯერ ამ სეზონში არ უნახავთ.
“როდესაც კვარაცხელიამ ივენტუსს გაუტანა, ლაურენტისი სიხარულისგან ტრიბუნებზე დახტოდა და ფანებს კვარას სახელის სკანდირებაში აჰყვა. ასევე კამერებმა დააფიქისრეს, თუ როგორ მღეროდა და აღნიშნავდა გოლს ნაპოლის ბოსი გულშემატკივრებთან ერთად. ასეთი ბედნიერი ლაურენტისი ჯერ არ გვინახავს ამ სეზონში” – წერს ნეაპოლური მედია.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას და რასპადორის გოლების წყალობით ნაპოლიმ იუვენტუსი 2:1 დაამარცხა.
Post Views: 23,014