იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ფსიქოლოგიური დახმარება გაუწია და ქართველი კვლავ მაღალ დონეზე აათამაშა.
“კალცონამ კვარაცხელიას დაუბრუნა ის ფსიქოლოგიური მუხტი, რაც მას გოლების გატანაში ეხმარებოდა. კალცონა ძლიერი ფსიქოლოგი აღმოჩნდა და ეს ხვიჩას თამაშსაც დაეტყო. მწვრთნელმა კვარას აგრძნობინა რომ გუნდის ლიდერია და ხშირად უნდა აიღოს თავის თავზე თამაში” – წერა ნეაპოლური მედია.
შეგახსენებთ, რომ კალცონა თავის დროზე ლუჩანო სპალეტის ასისტენტი იყო და როგორც ჩანს, სწორედ მისგან ისწავლა ფეხბურთელებთან სწორი მიდგომა.
Post Views: 4,326