ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელის შესახებ წერს.
სტატიაში კვარას აგენტის ინტერვიუს ეხმაურებიან, რომელიც მამუკა ჯუღელმა “გაძეტა დელო სპორტს”-ს მისცა. ჯუღელმა განაცხადა, რომ ყველაფერი მაისში გაირკვევა და თუ ხვიჩა ისეთ შეთავაზებას მიიღებს, რომელზეც უარის თქმას ვერ მოახერხებს, ნაპოლის დატოვებს.
აღნიშნულს ნეაპოლელი ქომაგები ეხმაურებიან და კვარას დარჩენას სთხოვენ.
“კვარა უნდა დარჩეს, იუვენტუსთან გატანილი გოლის შემდეგ ყველას აჩვენა რომ დარჩენა სურდა”
“კვარაცხელია თუ ნაპოლიში დარცება, წლების შემდეგ შესაძლოა მარადონაზე მნიშვნელოვანი ფიგურაც კი გახდეს ნაპოლისთვის”
“კვარა აქ ყველას უყვარხარ. მიეცით ამ ბიჭს შესაბამისი ანაზღაურება, ის კლუბის ლეგენდად უნდა იქცეს”
“კვარა ფენომენია, რომელმაც ნაპოლის ჩემპიონობა მოუტანა. ოსიმენი მიდის, კვარა კი იმედია დარჩება. მიზეზი იმის თუ რატომ უნდა დარჩეს ნაპოლიში, ეს ხალხის სიყვარულია” – წერენ იტალიელი გულშემატკივრები.