ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი Gazzetta dello Sport-ს გაესაუბრა და ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
“კვარაცხელია თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება და ლუქსემბურგთან სამწუხრაოდ ვერ ითამაშებს. ამას ხვიჩა განიცდის და დამწუხრებულია. რაც შეეხება ნაპოლიში დარჩენას, ხვიჩა იმ შემთხვევაში დატოვებს ნაპოლის, თუ განსაკუთრებულ შეთავაზებას მიიღებს. ისეთ შეთავაზებას, რაზეც ფიზიკურად უარს ვერ იტყვის.
ყველაფერი დე ლაურენტისზეა დამოკიდებული. მე მაბარია და ვიცავ ფეხბურთელის კონტრაქტს, ყველაფერი მაისში უნდა გადაწყდეს” – ამბობს ჯუღელი იტალიურ მედიასთან.
წყარო : CalcioNapoli.It
Post Views: 1,492