იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი აღფრთოვანებულია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით და ყველაფერს გააკეთებს რომ ქართველი ვარსკვლავი შეინარჩუნოს.
დე ლაურენტისს არ სურს ოსიმენთან ერთად კვარაცხელიას დაკარგვაც. ლაურენტისი ელოდება როდის მიიღებს წასვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ოსიმენი და ამის შემდეგ ხვიჩას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და სოლიდურ ანაზღაურებასაც დაუნიშნავს.
ნეაპოლური გამოცემების მიხედვით, ლაურენტისი კვარას ბრილიანტს უწოდებს და მის გარშემო სურს გუნდის აწყობა.
Post Views: 5,050