ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.
როგორც ის იტყობინება, „ნაპოლი” გეგმავს ხვიჩას კონტრაქტი 2 წლით, 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.
ქართველის ხელფასი გასამმაგდება. სკირას ცნობით, ნეაპოლელები ქართველს სეზონში 4 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც ბონუსის სახით 1 მილიონი ევროც დაემატება.
იტალიელი ქომაგები ამბობენ რომ ეს ანაზღაურება დაცინვაა და ხვიჩა ოსიმენის მსგავს ანაზღაურებას იმსახურებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ კვარაცხელიას ნაპოლიში დარჩენა სურს.
Post Views: 2,510