ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ იუნტერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ყველა პრობლემის გადასაჭრელად ჯადოქარია საჭირო. დრო ძალიან ცოტა რჩება. კართან მიახლოებას ვახერხებთ, თუმცა დაგვირგვინება გვიჭირს შეტევების. ყველა ხედავს რომ რატომღაც დაცვა უფრო ახერხებს გამოჩენას, ვიდრე შეტევა. სიტუაციის დალაგებას დრო სჭირდება, მაგრამ იმდენად ცოტა დრო დარჩა რომ რთული იქნება” – ამბობს კალცონა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ამჟამად იტალიის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
Post Views: 980