ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სტუმრ ადინტერს ეთამაშა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
დარმიანის გოლს ნაპოლის რიგებიდან ჟუან ჟესუსმა უპასუხა.
კვარაცხელია მეორე ტაიმში მატჩის მიწურულს გაიყვანეს.
სტატისტიკური გვერდისგან კვარას 10-ქულიანი სისტემით 7 ქულა ხვდა წილად.
იტალიური გამოცემები კვარაცხელიას თამაშს აფასებენ და რამდენიმე გამოცემა შემდეგ რჩევასაც აძლევს.
“ცუდი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია თუ გავითვალისწინებთ მის მეტოქეს. ის ნაპოლის ლიდერია, უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე. გარისკოს და ხშირად დაარტყას კარისკენ. ეს კრიტიკა არაა, უბრალოდ რჩევაა. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესო იყო” – წერენ გამოცემები.
Post Views: 2,470