იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში მინიმუმ ერთი წლით ისევ დარჩება და ოსიმენის წასვლის შემდეგ გუნდის მთავარი სახე იქნება.
“ნეაპოლელ ქომაგებს კვარაცხელია უყვართ. მარადონაზე მისი გვარის გამოცხადებისას ტრიბუნები ინგრევა. კვარა იტალიელებს უყვართ და აქ მეფესავით ექცევიან. ამიტომ უნდა ქართველს ისევ დარჩენა იტალიაში. როდესაც ბოლოს გოლი გაიტანა, ფანებს მიანიშნა დარჩენის შესახებ” – წერს ნეაპოლური მედია.
აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიურ რადიოსთან ბადრი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ხვიჩა ნაპოლიში რჩება.
Post Views: 16,780