სოციალურ ქსელში გვერდი Total Sports / ტოტალური სპორტი ცნობილი მწვრთნელის ლუის ენრიკეს სიტყვებს ავრცელებს.
🎙️ლუის ენრიკე:
💬„ჩემთვის სულერთია, ილია ესპანელია თუ ქართველი. ის ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს იმ ღირებულებებითა და დონით, რომელსაც ბრძოლისას აჩვენებს. იმედია, ახლა მას კარგ მეტოქეს შევურჩევთ და ისიც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას შეძლებს. ჩემი აზრით, თოფურიას აქვს დონე, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდეს და ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდეს.
დიდი ხანია ვიცი, თოფურია ვინაა და მას თვალს წლებია ვადევნებ. მარტო ილიას კი არა, სხვა მებრძოლებსაც აქტიურად ვაკვირდები და ჩემი შვილი ჯიუ-ჯიცუს დიდი მოყვარულია. ილია ძალიან მომწონს. ძალიან მომეწონა ვოლკანოვსკის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია”.
Post Views: 4,590