ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ნეაპოლში მოგზაურობიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს.
ნუკი ნეაპოლის სიმბოლოდ ქცეული ფეხბურთელის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ასევე „ნაპოლის“ წევრის, ხვიჩა კვარაცხელიას სანომრე მაისურში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს:
„საიდან ხარ? – მეკითხებოდნენ… კვარას სამშობლოდან ვარ. „გაგიმარჯოს საქართველო“ ასე მპასუხობდა ნეაპოლის თითოეული მაცხოვრებელი..
ვახ, რა მაგარია, ასე რომ ასახელებ სამშობლოს! ძალიან საამაყო იყო ეს ამბავი და ეს ბიჭი. უამრავი ულამაზესი და უტკბილესი ემიგრანტი შემხვდა, სიცოცხლით სავსე ქალაქი და ძალიან ბევრი პიცცაა. მადლობა ნაპოლი, კიდევ შევხვდებით!“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.
Post Views: 1,513