იტალიური და ესპანური გამოცემების მიხედვით, ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას ვეღარ იყიდის, რადგან 100 მილიონი ევროს გადახდა ამ ეტაპისთვის არ შეუძლიათ.
კვარაცხელია ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ნეაპოლურ გუნდში მინიმუმ 1 წლით დარჩება.
ბარსელონას პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ დაადასტურა რომ არა თუ კვარაცხელიას, არამედ სტანისლავ ლობოტკას ტრანსფერზე მუშაობენ.
ბარსას მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნაპოლიში მისი საყვარელი ფეხბურთელი ლობოტკაა.
ესპანური გრანდი ლობოტკას ტრანსფერის თაობაზე ნაპოლის ზაფხულში მიმართავს.
Post Views: 15,469