იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარას დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება მისი ტრავმის სიმძიმეც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
იწერება, რომ შესაძლოა კვარამ სერია A-ს უახლოესი ტური გამოტოვოს, რომელშიც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ უნდა დაუპირისპირდეს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ საბერძნეთთან მატჩში ტრავმა მიიღო და მატჩის დასრულება ვერ შეძლო.
როგორც თავად ხვიჩა ამბობს სერიოზული არაფერია.
Post Views: 2,306