საქართველოს ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ საფეხბურთო გადაცემა “ტაიმაუტში” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.
„მოედანზე გასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სიტყვა ითხოვა. შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“. – ამბობს ხარაბაძე.
Post Views: 1,832