როგორია ხვიჩა კვარაცხელიას დღის რეჟიმი და კვების რაციონი – “ვცდილობ 23:00 საათამდე დავიძინო, რაც შეეხება კვებას…”

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას დღის რეჟიმი და კვების რაციონი – “ვცდილობ 23:00 საათამდე დავიძინო, რაც შეეხება კვებას…”

ამონარიდი ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ ჩაწერა.

როგორია შენი დღის რეჟიმი და კვების რაციონი?


ვცდილობ რაციონიდან ცხიმი მაქსიმალურად ამოვიღო. პრინციპში ყველაფერი, რასაც ბაზაზე ამზადებენ, ჯანსაღი კვების სტანდარტებს შეესაბამება. არ ამზადებენ ცხიმიან საკვებს – შესაბამისად არ გვიწევს მისი მიღება. ვცდილობ 23:00 საათამდე დავწვე, ზოგჯერ შუადრით ვიძინებ, რის გამოც ღამე ადრე დაძინება მიჭირს. მატჩის წინა დღეს ვცდილობ შუადრით არ დავიძინო, რადგან ღამე კარგად გამოვიძინო და მატჩზე კონცენტრირებული ვიყო.


შვებულებაში გასვლის შემთხვევაში, როგორია შენი დღის წესრიგი?


შვებულებაში გასვლის დროს, საწყისი 2-3 დღის განმავლობაში საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობას ვაძლევ. შემდეგ კი ფორმის აღდგენას ვუბრუნდები: მინიფეხბურთს ვთამაშობ და ბევრს დავრბივარ, რათა წონის პრობლემა არ შემექმნას.

Leave a Comment