ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “პსჟ”-ს ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვაარცხელიას ყიდვა სურს.
მბაპეს წასვლის შემდეგ კლუბს ფინანსური ჭერი გაუთავისუფლდება და შეეძლება როგორც ოსიმენის, ასევე კვარაცხელიას ყიდვა.
როგორც ცნობილია, ოსიმენი ამ დრომდე ყოყმანობს თუ რომელ კლუბში გადავიდეს. ნიგერიელს ჩელსი მოსწონს, თუმცა მის მიმართ ინტერესს “პსჟ”-ც იჩენს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი ვარსკვლავის გაშვება დე ლაურენტისს არ სურს და სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ ბარსელონას წარმომადგენლები უარით გაისტუმრა. აღნიშნული იტალიურმა მედიამ გაავრცელა.
Post Views: 2,133