ვიქტორ ოსიმენის შესახებ იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს.
ფროსინონესთან მატჩის შემდეგ, ნაპოლის ფეხბურთელები ტრადიციულად გულშემატკივრებთან გაეშურნენ და ბოდიში მოუხადეს.
DAZN-ის ჟურნალისტი იუწყება, რომ ფეხბურთელებს შორის არ ყოფილა ოსიმენი, რომელიც მატჩის დასრულებისთანავე გასახდელისკენ გაეშურა.
ამ ფაქტმა კი ნაპოლის ქომაგების გაბრაზება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენი ზაფხულში გუნდს დატოვებს. ნიგერიელი ფორვარდი “პსჟ-ს და ჩელსის შორის გააკეთებს არჩევანს.
Post Views: 10,423