იტალიელი ჟურნალისტის, ემანუელე გულანელის წიგნში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიაა მოთხრობილი, ხვიჩას მამამ ისაუბრა.
“ხვიჩას ბევრი კლუბი აკვირდებოდა, მათ შორის სამპდორია, იუვენტუსი, რომა და ნაპოლი. მე, ხვიჩას უფროსმა ძმამ და მამუკა ჯუღელმა გადავწყვიტეთ რომ კვარაცხელიასთვის ნეაპოლში წასვლა იდელაური ვარიანტი იქნებოდა.
მაშინდელი ნეაპოლის სტილი ხვიჩასთვის იდეალური იყო, რადგან ექნებოდა შანსი ეთამაშა და წარმატებისთვისაც მიეღწია.
იუვენტუსში რომ გადასულიყო, ძირითადში მოხვედრის მცირე შანსი ექნებოდა, რადგან იმ პერიოდისთვის გუნდში ანხელ დი მარია იყო ახალი მისული.
ნეაპოლში გადასვლა იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ მარადონა ჩემი კერპი იყო” – ამბობს ჟურნალისტთან ბადრი კვარაცხელია.
Post Views: 2,136