გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი ხელმძღვანელობამ გუნდში დარჩენაზე დაარწმუნა.
ნეაპოლური IL MATTINO-ს ცნობით, ესპანელმა მწვრთნელმა მომავალი სეზონისთვის გაძლიერების გარანტიები მიიღო. მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
როგორც ჩანს, კატალონიური გრანდი ხვიჩასთან დაკავშირებით ფარხმალს არ ყრის და ნაპოლის უარის მიუხედავად კვარაცხელიას შეძენას კვლავ შეეცდება.
Post Views: 2,125