La Gazzetta dello Sport წერს, რომ მამუკა ჯუღელს კვარაცხელიასთვის ხელფასის სახით 5 მილიონი ევროს დანიშვნა სურს.
ნაპოლის პრეზიდენტი კი ამ თანხას არ იხდის და ბონუსების ჩათვლით 4.5 მილიონის გადახდა შეუძლია.
კვარას აგენტი სწორედ ასეთი კონკრეტული წინადადებით მიმართავს ნაპოლის პრეზიდენტს.
ლაურენტისის პოზიციის შერყვება კი რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად კვარას ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენია.
ნიგერიელი შემტევი წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
Post Views: 1,301