არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი.. თავისი პოზიცია დააფიქსირა და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს, ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი „კლავიატურის ლომი“ – თათია შარანგია

არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი.. თავისი პოზიცია დააფიქსირა და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს, ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი „კლავიატურის ლომი“ – თათია შარანგია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, სოციალური ქსელების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობის არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა. სპორტსმენები სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე აქციების ფოტოებს აქვეყნებენ და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ გზავნილებს აჟღერებენ.

ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ისინი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას და მისგან პოზიციის დაფიქსირებას ელიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პიანისტი და ტელეწამყვანი „ფეისბუკში“ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „ბულინგი არასწორია“.

„ჩემი აზრით, არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი. 23 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც მრავალჯერ გვასახელა ქართველები და ასეც გააგრძელებს.

მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს. ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი „კლავიატურის ლომი“, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

Leave a Comment