ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, ამის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელიამ გუშინ, 3 მაისს, ვარჯიშის დროს მცირე დაზიანება მიიღო და მარცხენა ბარძაყის კუნთის არეში დაზიანება აქვს.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა “კვარა” ორშაბათს, “უდინეზეს” წინააღმდეგ თამაშს.
Post Views: 4,468