დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას საათის ლიმიტირებული ხაზი მიუძღვნა.
ახალი მოდელი სულ 100 ეგზემპლარად გამოვა.
„ეს მოდელი იმ საამაყო წუთებს მიეძღვნა, რომლებმაც დაგვანახეს, თუ როგორ ერთ მუშტად შეკრა გამარჯვებამ მთელი საქართველო და კიდევ უფრო მეტი იმედი მოგვცა იმ ნათელი მომავლის, რომელიც წინ გველოდება. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა“, – აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში.
ახალი მოდელის ღირებულება 2349 ლარია.
Post Views: 1,086