calcionapoli24.it La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ გასულ კვირას კვარაცხელიას აგენტსა და ნაპოლის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები შედგა ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით.
ლაურენტისი კვარაცხელიას ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს. კვარაცხელიას გარემოცვას კი 5 მილიონი ევრო სურს.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა და მხარეები კმაყოფილები დარჩნენ.
კონტარქტის გაუმჯობესების მიუხედავად, კვარაცხელიამ ნაპოლი შესაძლოა მაინც დატოვოს.
Post Views: 854