იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
“მბაპემ წასვლა უკვე დაადასტურა და ხვიჩას 7-ნომრიანი მაისური დაუტოვა, რომელიც კვარაცხელიას საყვარელი ციფრია.
პსჟ-მ იცის რომ ნაპოლიდან ხვიჩას წამოყვანა რთული იქნება. ფეხბურთელის აგენტი პარიზული გუნდის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.
კვარაცხელიას ფასი 100 მილიონზე მაღლა მერყეობს” – წერს გამოცემა.
ასევე გეტყვით, რომ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით კვარაცხელიას ნაპოლი არ ყიდის და როგორც ბარსას, ასევე პსჟ-ს ამ ეტაპზე უარით ისტუმრებს.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ეს დე ლაურენტისის ხრიკია და უნდა ქართველის სანაცვლოდ 120-130 მილიონი ევრო მიიღოს.
Post Views: 2,734