პრემიერ ლიგის გრანდი კვარასთვის ბრძოლაში ჩაერთო – ნაპოლის მსუყე თანხას უხდიან

პრემიერ ლიგის გრანდი კვარასთვის ბრძოლაში ჩაერთო – ნაპოლის მსუყე თანხას უხდიან

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენისთვის ბრძოლაში ლონდონის ჩელსიც ჩაერთო.

ინგლისურ გრანდთან დაახლოებულმა გამოცემამ News Chelsea-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი ვარსკვლავის შეძენისთვის ჩელსი მსუყე წინადადებას უმზადებს დე ლაურენტისს.

საუბარია 87 მილიონ ფუნტ სტერლინგზე, რომელზეც უარის თქმა ნაპოლის პრეზიდენტს არ შეეძლება.

ამ დროისთვის კვარაცხელიას შეძენა პსჟ-ს, ბარსელონას და ჩელსის სურთ.

Leave a Comment