ცნობილია ნაპოლის 7 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც ხელშეუხებელია და ლაურენტისი არ გაყიდის.
ესენი არიან : ამირ რაჰმანი, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა, ზამბო ანგისა, მატიას ოლივერა, სირილ ნგონგე და ხვიჩა კვარაცხელია.
ყველა მათგანის თაობაზე ლაურენტისი შემოთავაზებებს დაბლოკავს, თუ რა თქმა უნდა, მათ სანაცვლოდ სარფიან და მსუყე წინადადებას არ მიიღებს და შემოთავაზებული თანხა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას საგრძნობლად არ გადააჭარბებს.
მაგალითი რომ მოვიყვანოთ, კვარას სანაცვლოდ “პსჟ” 80 მილიონ ევროს იხდის, თუმცა ლაურენტისი ხვიცას გაშვებას ამ თანხის სანაცვლოდ არ აპირებს. სასურველი თანხა კი 120-130 მილიონი ევროა.
Post Views: 1,009