მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გუტი ერნანდესმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“როდესაც გავიგე, რომ მისი საფეხბურთო კერპი ვიყავი, მას ჩემი ხელმოწერილი მაისური გავუგზავნე.
კვარაცხელია ძალიან მომწონს, მას არ შევხვედრივარ, თუმცა ერთმანეთს სოციალური ქსელით ვეკონტაქტებით.” – ამბობს გუტი.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი კვარაცხელიას ბავშვობის საყვარელი მოთამაშეა და არაერთხელ უთქვამს რომ გუტის თამაში ძალიან მოსწონდა.
Post Views: 547