“კვარაცხელია ჩემი შვილების კერპია” – რა თქვა ნაპოლის და ურუგვაის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა

“კვარაცხელია ჩემი შვილების კერპია” – რა თქვა ნაპოლის და ურუგვაის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა

ნაპოლისა და ურუგვაის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მისი შვილების საყვარელი ფეხბურთელები ოსიმენი და კვარაცხელია არიან.

“ისინი გიჟდებიან “ნაპოლიზე”. ისინი დაიბადნენ ნეაპოლში და მხარს უჭერენ “ნაპოლის”. მათ ასევე იციან ყველა საგულშემატკივრო შეძახილი.

მათი კერპები არიან ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია. სერია A-ს მოგების და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მათი რეაქციები უნდა გენახათ.

ოსიმენის მონდომება მაოცებს – წარმოუდგენელია, ის არასოდეს ნებდება. მას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მსოფლიოში” – ამბობს კავანი.

Leave a Comment