იტალიურ მედიასთან ნაპოლის ყოფილმა დამრაგებელმა ლუჩანო სპალეტიმ ნაპოლის ამჟამინდელ სეზონზე ისაუბრა.
“ძალიან განვიცდი რომ ჩემს ყოფილ გუნდს ასეთი სეზონი გამოუვიდა. შარშან მოედანზე ყოველთვის დიდი შემართებით გავდიოდით.
ვფიქრობ ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ვწუხვარ რომ დღეს ჩემს ყოფილ გუნდში ასეთი ვითარებაა. ძალიან განვიცდი ამას და ვიმედოვნებ მომავალ სეზონში ყველა პრობლემა მოგვარდება” – ამბობს სპალეტი.
შეგახსენებთ, რომ სპალეტი ამჟამად იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
Post Views: 1,090