გავყიდი თუ არა კვარაცხელიას ? თქვენ ისიც თქვით რომ მამამისს შევხვდი – ნაპოლის პრეზიდენტმა კვარას თაობაზე ყველაფერი გაამხილა

გავყიდი თუ არა კვარაცხელიას ? თქვენ ისიც თქვით რომ მამამისს შევხვდი – ნაპოლის პრეზიდენტმა კვარას თაობაზე ყველაფერი გაამხილა

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტიმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

“გუნდში ხელშეუხებელი არავინაა. ვნახოთ რა შეთავაზებები იქნება. კვარაცხელიას გაყიდვა ? მას კონტრაქტი 2027 ან 2028 წლამდე აქვს და მშვიდად ვარ.

ისიც თქვით რომ კვარაცხელიას მამას შევხვდი, რაც სიმართლე არ არის. გინდათ რომ პატარა დეტალები გააბუქოთ. იქნებიან თუ არა კვარა და ოსიმენი მოსამზადებელი პერიოდისთვის სარეკლამო ბანერებზე ? ამას ყველაფერს ვნახავთ.

როცა კვარაცხელია ვიყიდეთ, ყველა გვეუბნებოდა “ეს ვინაა?”, შემდეგ პირველივე შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ხალხის კერპი გახდა. კონტრაქტებს პატივი უნდა ვცეთ.” – ამბობს ლაურენტისი ჟურნალისტებთან.

Leave a Comment